დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლების – აბანოსხევი-ქუბრიაანთკარის საავტომობილო გზის კეთილმოწყობის პროექტი ხორციელდება.
სამუშაოები 6 კილომეტრის სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგებასა და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 400 000 ლარზე მეტით ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა.




