თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
პოლიტიკა

შარმანაშვილის განცხადებით, ნანა დიხამინჯია უბრალოდ აქციაზე მოსიარულე ქალბატონი არ არის, ის მრავალჯერაა შემჩნეული ადამიანების მიმართ ბულინგსა და საჯარო შეურაცხყოფაში

შარმანაშვილის განცხადებით, ნანა დიხამინჯია უბრალოდ აქციაზე მოსიარულე ქალბატონი არ არის, ის მრავალჯერაა შემჩნეული…

„ნანა დიხამინჯია უბრალოდ აქციებზე მოსიარულე ქალბატონი რომ იყოს, ან თავისი აზრების გამოთქმის ამარა რომ იყოს არანაირი პრობლემა ისეთი არ იქნებოდა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის მრავალჯერ არის შემჩნეული იმაში, რომ ის პირდაპირ ბულინგს ეწევა ადამიანებისა. ქუჩაში მივარდნა, საჯაროდ ადამიანების შეურაცხყოფა. ანუ ფაქტობრივად, ძალადობრივ საქმიანობას ეწევა. თუ რაიმე სოლიდური სახის შენარჩუნება უნდა TBC-ის ასეთი ტიპის მოძალადეების წახალისება არის ყოვლად დაუშვებელი. ან მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ TBC ბანკი რაღაც სოლიდური ორგანიზაცია კი არ არის, არამედ არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ახალისებს ძალადობას საქართველოში. თუ უნდა მას ასეთი სახელის დამკვიდრება „ღმერთმა ხელი მოუმართოს“, მაგრამ ჩვენც გვეცოდინება და შესაბამისად ვიფიქრებთ, როგორი დამოკიდებულება გვქონდეს ასეთი ტიპის ვითომ საფინანსო ორგანიზაციისადმი. ან გაემიჯნება TBC ასეთი ტიპის ადამიანების წახალისებას, ან ჩვენ გვეცოდინება, რომ ის არის ერთ-ერთი მოძალადეთა წამახალისებელი ორგანიზაცია.“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.