“მას შემდეგ, რაც რესტორნებში მოწევის აკრძალვამ სარესტორნო ბიზნესი გააკოტრა, სწრაფი სესხების შეზღუდვამ ეკონომიკა ჩამოშალა, ხოლო აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვამ ტურისტული სექტორი გაანადგურა, ახლა მაიონეზის დისტრიბუციის ბიზნესი გადაინაცვლებს შავ ბაზარზე და სუპერმარკეტების ქსელის ჩამოიშლება. სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს , რეიგანის ძეგლთან, ფრიუნის ეკონომიკის ექსპერტთა ჯგუფი, პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე, გიგა ბედინეიშვილი და ის 20 კაცი ვინც ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების და თავისუფალი სამყაროს წევრობის პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.




