თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?! იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში 45 პირი თავისუფალია, 72 კი პატიმრობაში რჩება
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ბოკერიაზე: გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი პასუხისმგებლობას –  მისგან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, უკვე ცინიზმიც აღარ არის

დავით ქართველიშვილი ბოკერიაზე: გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი პასუხისმგებლობას –…

გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია – მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება – მოდელირებული ე.წ. “ციხის ბუნტის” დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ “ციხის ბუნტისა”, რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა – ასე ეხმიანებან სოციალურ ქსელიში,  „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, პარტია  „ფედერალისტების“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გაუგებარია, როგორ გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი – ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას.

„ბახის, ბეთხოვენის, ვაგნერის, დიურერის, რიხტერის გერმანიაში დაიბადნენ სისხლისმსმელი ჯალათები: იოზეფ მენგელე, ირმა გრეზე და ამონ გიოტე – რომლებიც მანიაკალურ სიამოვნებას ღებულობდნენ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში უმწეო პატიმრებზე სადისტური ექსპერიმენტებით. 

გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია – მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება – მოდელირებული ე.წ. “ციხის ბუნტის” დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ “ციხის ბუნტისა”, რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა. 

მაშინ უბრალოდ “ვიღაცის” ავადმყოფურ თავში დაიბადა ამ სისხლიანი დრამის გათამაშების სცენარი – რა დროსაც ნაცების საკონცენტრაციო ბანაკის უდანაშაულო და უმწრო ბინადრები დახოცეს, დაჭრეს და დაასახიჩრეს. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ და რანაირად გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ეს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი – ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას. მაგრამ – სისხლიანი “ციხის ბუნტის” მეოცე წლისთავზე, მისი ერთ-ერთი მონაწილის პირიდან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ეჭვის ქვეშ დაყენებაში, ეს უკვე ცინიზმიც კი აღარ არის…“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ

6 სთ წინ1 წთ
ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის… პოლიტიკა

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?!

6 სთ წინ3 წთ
სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა პოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა

6 სთ წინ2 წთ