თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
პოლიტიკა

ქეთევან ტურიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე ქსელური მაღაზიების და კომპანიების საქმიანობას მიადგა ოპოზიციამ მაღალი ფასების დაცვა დაიწყო

ქეთევან ტურიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე ქსელური მაღაზიების და კომპანიების საქმიანობას მიადგა…

“ირაკლი კობახიძეს რომ ვუსმენ ხოლმე, ვხვდები, რომ ზუსტად აქვს ხედვა იმისა, თუ რა სახელმწიფოს აშენებს და გააჩნია შესაბამისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. არ ვიცი ამ სტატუსზე ვინ შეიძლება შემომიხტეს, მაგრამ ფაქტია ეს ადამიანი სათითაოდ ადგება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს და წყვეტს. არ აქვს დანდობა არავისი, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ზოგიერთი ღლიცინებს გუნდის ნახევარი დაიჭირაო და გუნდი საქართველოა, რომლის წევრიც არის ბატონი ბიძინა ივანიშვილიც, ირაკლი კობახიძეც, მამუკა მდინარაძეც და ასე შემდეგ, საქართველოა ის გუნდი, ვინც არის პრიორიტეტული და ახლა კარტელურ მაღაზიებს და კომპანიებს რომ მიადგა, ჰოი საოცრებავ, ოპოზიციამ დაიწყო მაღალი ფასების დაცვა.

დავუბრუნდები ისევ იმ თემას, დღითიდღე ვრწმუნდები ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმში, ქვეყანაში მშვიდობაა, ეკონომიკა იზრდება, კორუფცია მოსპო. აგენტურული ოპოზიცია დასამარდნენ. ქვეყანა დამშვიდდა და ხალხი ქუჩებში აღნიშნავს ახალ წელს ბავშვებთან ერთად.

ამის თქმა მინდოდა და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ფიქრობს ჩემნაირად.”- წერს ქეთევან ტურიაშვილი.