დონალდ ტრამპის განცხადებით, კვირას ფლორიდაში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების წინადადებას განიხილავს.
„მას არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ რა აქვს მას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, ტრამპის ცნობით, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„ვფიქრობ, მასთან [ზელენსკი] ყველაფერი კარგად გამოვა. ვფიქრობ, პუტინთანაც ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.




