სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე. მანამდე კი იქ წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელიც საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანმა“ თბილისის 30-ე სკოლის ლიდერთა კლუბის წევრებთან ერთად მოაწყო.
ადგილზე მისულებს, ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, ასევე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი დახვდათ.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. ღონისძიება საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს მიეძღვნა.




