„ვენესუელისგან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში, ის რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და აღიარეს ჩვენი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი „სახელმწიფოები“ ეს აღიარება, რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.
არასწორი იქნება ჩემი მხრიდან აშშ-ის პოლიტიკის შეფასება. ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, მით უმეტეს აშშ-ის შიდა საქმეებში, ეს თავიანთი საქმეა. ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე გადაწყდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესში შედის.“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.




