„იქ არავინ არ საუბრობს ადამიანების მოწამვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მოიწამლნენ თურმე ადამიანები, რომელთა საქმეც საბოლოო ჯამში გაპუტულ თუთიყუშამდე და პატრონზე გაბრაზებულ ძაღლამდე არის დასული. ახლაც სავარაუდოდ ამ თუთიყუშზე და ძაღლზე მოუყვებიან სხვადასხვა უცხოურ ტელევიზიას, თუ უცხოელ აქტორს საქართველოში მოქმედი აგენტურის წარმომადგენლები.“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.




