გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს იდეურად გადატყდა დამხობების და რევოლუციების მცდელობები. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდნენ ამ დამხობის მცდელობაში, მათ პასუხი უნდა აგონ

„ყველაზე მთავარი რაც მოხდა არის ის, რომ 4 ოქტომბერს დასრულდა ხელისუფლების ყოველგვარი უკანონო ცვლილებების იდეა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდნენ ამ დამხობის მცდელობაში, ბუნებრივია მათ პასუხი უნდა აგონ.

ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს ის ფაქტი, რომ ვიღაც ჟურნალისტია, ვიღაც პოლიტიკოსია და ინდულგენცია არსებობს, რომ შევა დაწვავს, მოლოტოვის კოქტეილს ესვრის, ღობეს გადაანგრევს, ცეცხლს წაუკიდებს ქონებას, აბულინგებს პოლიტიკოსებს თუ მათი ოჯახის წევრებს და ეს იქნება დაუსჯელი. დასრულდა- ყველა პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე ისე, როგორც ეს კანონმდებლობაშია გაწერილი“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უახლესი

მსგავსი სტატიები