ჩინეთს შეუძლია შეამციროს ტექნოლოგიური ჩამორჩენა აშშ-სთან მზარდი ინოვაციებისა და რისკზე წასვლის ხარჯზე, თუმცა მოწინავე ჩიპების წარმოების ხელსაწყოების ნაკლებობა სექტორს მნიშვნელოვნად აფერხებს. ამის შესახებ ქვეყნის წამყვანმა მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში შაბათს განაცხადეს.
ჩინური ხელოვნური ინტელექტის ე.წ. „ვეფხვი“ სტარტაპების, MiniMax-ისა და Zhipu AI-ს დებიუტი ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ამ კვირაში წარმატებული აღმოჩნდა. ეს ასახავს სექტორის მიმართ მზარდ ნდობას, რადგან პეკინი ხელოვნური ინტელექტისა და ჩიპების მწარმოებელი კომპანიების ბირჟაზე გასვლას (listing) აჩქარებს, რათა ამერიკული მოწინავე ტექნოლოგიების ადგილობრივი ალტერნატივები გააძლიეროს.




