უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკას აკრიტიკებს. პრემიერი წერს, რომ დაუცველი სოფლის მეურნეობის ფონზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ.
ორბანი ევროპელ ფერმერებს გაერთიანებისა და საკუთარი ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. პრემიერი განმარტავს, რომ მერკოსურის შეთანხმებით ლათინური ამერიკიდან და ასევე უკრაინიდან, იაფი საქონლის იმპორტი აზიანებს ადგილობრივ ფერმერებსა და მწარმოებლებს.
„„ევროპაში მოვაჭრეებსა და მწარმოებლებს შორის ჩუმი ბრძოლა მიმდინარეობს. „მერკოსურიდან“ და უკრაინიდან შემოსული იაფი იმპორტი მოვაჭრეებს აწყობთ და არა ჩვენს ფერმერებს. თუ ადგილობრივი სოფლის მეურნეობა არ იქნება დაცული, სუვერენიტეტი დაიკარგება. დროა, ევროპელი ფერმერები გაერთიანდნენ!“, – წერს




