საქართველო მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Phoenix Express 2026 იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
„საქართველო ერთ-ერთია იმ 8 პარტნიორი სახელმწიფოდან, რომელიც ამ პრესტიჟულ სწავლებაში მონაწილეობისთვის შეირჩა“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
სწავლების მიზანია პარტნიორი ქვეყნების კოლექტიური მზადყოფნის ამაღლება ზღვაზე არსებული უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად.




