აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის, კანადისა და გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან შესაძლო შეერთების თემაზე იხუმრა, იუწყება The Washington Post.
„მე არასდროს დამიგეგმავს გრენლანდიის 51-ე შტატად ქცევა. მინდა, რომ 51-ე შტატი კანადა იყოს. გრენლანდია იქნება 52-ე შტატი. ვენესუელა კი შეიძლება 53-ე გახდეს“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა 30 იანვარს ვაშინგტონში გამართულ მიღებაზე.
აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იუმორით აღნიშნა, რომ შესაძლოა სიტყვით გამოსვლის დროს პაუზაც კი გაეკეთებინა, რათა პირადად ეხელმძღვანელა გრენლანდიაში აშშ-ის „შეჭრისთვის“. შემდეგ კი დაამატა:
„ჩვენ გრენლანდიაში შეჭრას არ ვაპირებთ. ჩვენ მას ვიყიდით“.
მოგვიანებით ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ნათქვამი განცხადებების დიდი ნაწილი ხუმრობა იყო.




