— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და…

მიუხედავა იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან- ამის შესახებ ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექიმი თავის პოზიციას გამოხატავს სპეციალური სამმართველოს შექმნაზე, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

მგალობლიშვილი მიესალმება ახალ კანონს და ამბობს, რომ იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს.

“ვინც ამ საკითხში არაა გარკვეული, მოგახსენებთ, სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა შენიღბულია ჰუმანური და კეთილშობილური მიზნით – ჯგუფის წევრებისთვის სწორი სამედიცინო ინფორმაციის მისაწოდებლად და მათ დასახმარებლად. ამ ჯგუფებში ნებისმიერ ექიმს შეუძლია ჰქონდეს მარკეტინგული მხარდაჭერა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რაც ადმინების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს და ეს ნორმალურია, თუმცა ეს ფასიანი მარკეტინგი ძალიან ბინძური და აგრესიული მეთოდებით მიმდინარეობს – ერთიდაიგივე ექიმის მუდმივი ქება-დიდება-შეთავაზებით და სხვა რამდენიმე ექიმის მუდმივი ლანძღვა -გინებით, უმეტესად კი დაფარული და ფეიკი პროფილებით აქტიურობენ.

ბოლო დღეებში შემხვდა პოსტი, სადაც ერთ-ერთი ამტკიცებდა რაღაც სისულელეს ჩემთან მიმართებაში და სანდოობისთვის იქვე წერდა, ყველა მისი (ანუ ჩემი) დაწერილი დანიშნულება მაქვსო. მე იქვე კომენტარში მივწერე, ძალიან გთხოვთ, ჩემი კონსულტაციის და ა.შ. კვლევების დასკვნები პირადში გამომიგზავნეთ, რომ გავიგო რაზე გაქვთ პრეტენზია და იქვე შევახსენე, რომ უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში ამიერიდან კანონით ისჯებაო. არ გასულა 10 წუთიც და ეს ქალბატონი ყველა თავისი კომენტარით გაქრა.

მინდა გითხრათ, რომ მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს.

P.S. გთხოვთ, ნუ მოაბამთ ჩემს ამ პოსტს პოლიტიკურ “კუდებს”. ამგვარი კომენტარები წაიშლება.
გთხოვთ, გადააზიაროთ ეს პოსტი იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს”- წერს მგალობლიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

1 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

1 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

2 სთ წინ5 წთ