მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები მუქარის და დაუსაბუთებელი მოლოდინების გარეშე, ირანის ეროვნული ინტერესების ფარგლებში უნდა წარიმართოს

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები მუქარის და დაუსაბუთებელი მოლოდინების გარეშე უნდა წარიმართოს.

ფეზეშქიანის განცხადებით, აუცილებელია სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებების წარმართვა, ღირსების, წინდახედულობისა და მიზანშეწონილობის პრინციპებით ხელმძღვანელობით.

„ეს მოლაპარაკებები ჩვენი ეროვნული ინტერესების ფარგლებში უნდა წარიმართოს“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.

ირანის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და აბას არაღჩი 6 თებერვალს სტამბოლში შეხვდებიან.

უახლესი

მსგავსი სტატიები