რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტი არ გამოიწვიოს

რეჯეფ თაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტი არ გამოიწვიოს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონისა და თეირანის დიპლომატიური გზით სურს ვითარების განმუხტვა და ამ პროცესში ანკარა მხარეებს შუამავლის როლის შესრულებას სთავაზობს.

თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებული განცხადებით, შესაბამისი განცხადება ერდოღანმა ეგვიპტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

უახლესი

მსგავსი სტატიები