„საქართველოს მთავრობამ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე #MSC ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცვლილებათა თეორიიდან თუ ამოვალთ, პოზიტიური ცვლილება სახეზეა, იქიდან გამომდინარე, რომ შარშან ასეთი მოწვევა არ ყოფილა.
და კიდევ, “არალეგიტიმური” ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი დონის ფორუმებზე, როგორც წესი არ იწვევენ. ახლა ბურთი, რომ იტყვიან, ჩვენს მოედანზეა და ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ეს ფორუმი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.




