Politico: დიდ ბრიტანეთში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯეფრი ეპშტეინის სკანდალის გამო კირ სტარმერი უნდა გადადგეს

სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების 52%-მა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, ხოლო 19%-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სტარმერი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, თუმცა მისი მრჩევლები უნდა წავიდნენ.

ამასთან ერთად, სტარმერის გადადგომის მომხრეთა 47%-მა აღნიშნა, რომ მანდელსონის სკანდალის მიღმა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც მთავრობის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს.

გამოკითხვა 6-9 თებერვალს, ონლაინ, ლონდონში დაფუძნებული დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიის, Public First-ის მიერ ჩატარდა. გამოკითხვაში 2042-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილების ზღვარი 2%-ს შეადგენს.

უახლესი

მსგავსი სტატიები