გერმანულმა გამოცემამ Berliner Zeitung-მა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მაკრონს თითქოს შეგნებულად არ მიესალმნენ, ფორუმის ყველაზე სიმბოლური მომენტი უწოდა.
ვიდეო სწრაფად გავრცელდა და ფართო გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში. „ეს სცენა იმის ანარეკლია, რაზეც ბევრი დახურულ კარს მიღმა საუბრობს: საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც დიდხანს ითვლებოდა ევროპის „მთავარ ბირთვად“, ღრმა კრიზისშია“, – წერს გამოცემა.




