ალი ლარიჯანის განცხადებით, თუ ტრამპი ირანის ელექტროსისტემას დაბომბავს, ნახევარ საათში მთელი რეგიონი ჩაბნელდება

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისლამური რესპუბლიკის ელექტროსისტემას დაბომბავს, ნახევარ საათში ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჩაბნელდება.

„ტრამპმა თქვა: „ჩვენ ერთ საათში ირანის ელექტროენერგეტიკული სიმძლავრეების მწყობრიდან გამოყვანა შეგვიძლია, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ“. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ნახევარ საათში მთელი რეგიონი ჩაბნელდება, ხოლო სიბნელე შესანიშნავ შესაძლებლობას მოგვცემს ვინადიროთ ამერიკელ სამხედროებზე, რომლებიც თავს გაქცევით უშველიან“, – დაწერა ლარიჯანიმ.

ცნობისთვის, ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ამერიკულ ჯარს შეუძლია ერთ საათში გაანადგუროს ირანის ელექტროენერგიის წარმოების წყაროები, ხოლო მისი აღდგენისთვის თეირანს 25 წელი დასჭირდება.

უახლესი

მსგავსი სტატიები