— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა გამომდინარეობდეს პოლონეთის ინტერესებიდან და არა სხვისი ემოციებიდან, სხვისი გათვლებიდან თუ სხვისი კომპლექსებიდან. სახელმწიფო, რომელიც თავად ამბობს უარს საკუთარ პოლიტიკაზე, ადრე თუ გვიან იწყებს სხვების პოლიტიკის განხორციელებას

მარჩინ როსოლოვსკი: პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა გამომდინარეობდეს პოლონეთის ინტერესებიდან და არა სხვისი…

სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია პოლონეთისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება, საქართველოს მიმართ პოლიტიკას, როგორც პოლონეთის დამოუკიდებლობის ტესტს, როსოლოვსკის აზრით, პოლონეთმა საქართველო უნდა დაინახოს როგორც სტრატეგიული პარტნიორი და არა როგორც ქვეყანა, რომელსაც ზემოდან უნდა უყუროს და ჭკუა ასწავლოს. მისივე თქმით, საქართველოს იზოლაცია მას ევროპულს კი არ გახდის, არამედ უფრო დაასუსტებს და ძლიერი მოთამაშეების ზეგავლენის ქვეშ მოაქცევს.

„პოლონეთმა არ უნდა დააკოპიროს არც გერმანული რეფლექსები და არც ბრიუსელის განცხადებები. მას სჭირდება საკუთარი კავკასიური პოლიტიკა – რეალისტური, მოთმინებაზე დაფუძნებული, ინტერესებზე ორიენტირებული, იმპერიული ზეწოლის საერთო გამოცდილების მეხსიერებითა და სუვერენიტეტის პატივისცემით გამყარებული. ქართველებთან შეიძლება დემოკრატიულ სტანდარტებზე საუბარი. შეიძლება თბილისის წახალისება რეფორმებისკენ. თუმცა პარტნიორული ურთიერთობა დიალოგს მოითხოვს და არა დემონსტრაციულ დისტანცირებას. იზოლირებული საქართველო არც უფრო ევროპული გახდება, არც უფრო ატლანტიკური და არც პოლონეთისადმი უფრო მეგობრული. ის გახდება უფრო სუსტი, უფრო მარტოსული და უფრო ადვილად სამართავი ძლიერი მოთამაშეების მიერ. პოლონეთი სწორედ მაშინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც სხვები მისგან დემონსტრაციულად დგებიან. თუ პოლონეთის სახელმწიფოებრივ ინტერესს რაიმე მნიშვნელობა აქვს, ის თანმიმდევრულად უნდა მოქმედებდეს. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კიევის მიმართ დათმობების გამართლებას ემსახურება, არამედ მაშინაც, როდესაც ბერლინსა და ბრიუსელში გავრცელებული ხელსაყრელი მოდის წინააღმდეგ წასვლას მოითხოვს. საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას. კავკასია ზედმეტად მნიშვნელოვანი რეგიონია იმისთვის, რომ ვარშავამ იქ საკუთარ ხმაზე უარი თქვას. პოლონეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა გამომდინარეობდეს პოლონეთის ინტერესებიდან და არა სხვისი ემოციებიდან, სხვისი გათვლებიდან თუ სხვისი კომპლექსებიდან. სახელმწიფო, რომელიც თავად ამბობს უარს საკუთარ პოლიტიკაზე, ადრე თუ გვიან იწყებს სხვების პოლიტიკის განხორციელებას.“- ნათქვამია სტატიაში

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

3 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ