“ახლახან ვისაუბრე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანთან. მოვუწოდე მას, დაუყოვნებლივ ბოლო მოეღოს იმ მიუღებელი თავდასხმებისთვის, რომელსაც ირანი რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ ახორციელებს — როგორც პირდაპირ, ისე შუამავალი ძალების მეშვეობით, მათ შორის ლიბანში და ერაყში.
შევახსენე მას, რომ საფრანგეთი მოქმედებს მკაცრად თავდაცვით ფარგლებში, რომლებიც მიმართულია მისი ინტერესების, მისი რეგიონელი პარტნიორების და ნაოსნობის თავისუფლების დაცვაზე, და რომ დაუშვებელია, ჩვენი ქვეყანა სამიზნედ იქცეს.
უკონტროლო ესკალაცია, რომლის მომსწრენიც ვართ, მთელ რეგიონს ქაოსში აქცევს სერიოზული შედეგებით, როგორც დღეს, ისე მომავალი წლების განმავლობაში. ირანის ხალხი, ისევე როგორც მთელი რეგიონის ხალხები, ამის ფასს იხდის.
მხოლოდ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სისტემას შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და უსაფრთხოება ყველასთვის. ასეთი სისტემა უნდა იძლეოდეს გარანტიას, რომ ირანი ვერასდროს მიიღებს ბირთვულ იარაღს, ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს საფრთხეები, რომლებიც გამომდინარეობს მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამიდან და მისი დესტაბილიზაციური საქმიანობიდან, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს.
ასევე მოვუწოდე ირანის პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე მისცეს სესილი კოლერს და ჟაკ პარის ნება, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საფრანგეთში. მათი განსაცდელი უკვე ზედმეტად დიდხანს გრძელდება და მათი ადგილი მათ ახლობლებთან არის”.




