პატრიცია გჟებიკმა, რომელმაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში მოამზადა, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, აღნიშნულ დოკუმენტზე ისაუბრა. გჟებიკის თქმით, მომზადებულ დოკუმენტში არ წერია, რომ ქართული ხელისუფლების მისამართით სისხლის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაა საჭირო, ასევე ეუთოს ექსპერტმა, რომელიც რეგულაციების მიხედვით მიუკერძოებელი უნდა იყოს, არ უარყო მისი მჭიდრო კავშირები პოლონეთის ხელისუფლებასთან. უფრო მეტიც პატრიცია გრჟებიკის აზრით, პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირი მის გამოცდილებას უსვამს ხაზს.
„აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მინდოდა. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს“, – განაცხადა პატრიცია გჟებიკმა.




