გამსახურდიას განცხადებით, აღნიშნულ ვიდეოში ჩანს ბიძინა ივანიშვილის სახე, რაც ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს. მისივე თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს „ქვეყნის ნამუსაა და მორალურ ავტორიტეტს“.
„ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ეს დღეები, ისტერიული ბოდვა იმაზე რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს აზრს, ხალხი რატომ ესალმება და ასე შემდეგო.
აი მცირე ვიდეოში, ჩანს ამ კაცის სახე, რომელიც თქვენ, თქვენი წაბილწული სულების პატრონებს გაღიზიანებთ. ესე იქნება მუდამ სანამ ადამიანურს სახეებს დაიბრუნებთ, მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ მაინც.
პირადად ჩემთვის კიდევ, ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია, სწორად ეგ განაპირობებს ჩემს უპირობო მხარდაჭერას მისდამი. სხვა მე არც პოლიტიკური და არც ფინანსური ინტერესი მანდ არ მაქვს და არც მექნება, ეხე არის და იქნება ხვალაც,“- წერს გიორგი გამსახურდია.




