POS TV – ის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ხელმძღვანელებს, კერძოდ ვახტანგ წერეთელს დაფინანსების სანაცვლოდ ტელევიზიის უძრავ-მოძრავი ქონების „ჩადება“ მოსთხოვა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ დროისთვის წერეთელი ხაზარაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. პარალელურ რეჟიმში ვცდილობთ ინფორმაციის გადამოწმებას ტელეკომპანიის ხელმძღვანელ პირებთან – ინფორმაცია მოპოვებული ინტერვიუების შესაბამისად განახლდება.




