ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამ კონტექსტში [სომხეთის თანამშრომლობა ევროკავშირთან], ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც იქნება, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ეს კავშირები და ურთიერთობები ძალიან ღრმაა და განხილვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა მან.

უახლესი

მსგავსი სტატიები