ილჰამ ალიევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში

2026 წლის 6 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტისას განიხილება ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები.

უახლესი

მსგავსი სტატიები