გაქცეული ექსპერემიერის, გიორგი გახარიას პარტია, სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ტყუილს ადასტურებს „საქსტატის“ მონაცემები, რომლის მიხედვით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, 2019 წელს საშულო წლიური ინფლაცია იყო 4.9%, 2020 წელს 5.2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ წელიწადში ფასები 10%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება 2024 წელს, საშუალო წლიური ინფლაცია 1.1% დაფიქსირდა, 2025 წელს კი 3.87%, რაც იმის მანიშნებელია, რომ 2024-25 წლებში, ფასებმა 5%-ით მოიმატა. „საქსტატის“ მონაცემები მეტყველებს,რომ აღნიშულ წლებში ფასების ზრდა 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019-2020 წლებში – გახარიას პრემიერობის დროს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტებრიდან 2021 წლის მარტამდე, სურსათზე ფასები წლიური გაანგარიშებით, ყოველთვიურად საშუალოდ 10,8 %-ით იზრდებოდა, 2024-2025 წლებში კი 4%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობისას, სურსათი თვეში წლიური გაანგარიშებით საშუალოდ 2.5-ჯერ უფრო მაღალი ტემპით ძვირდებოდა, ვიდრე 2024-2025 წლებში.




