— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

აჭარაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი აჭარაში ტყის პერიმეტრებს და ჯაგნარებს ცივი შესხურების მეთოდით, ხოლო სოფლების შიდა და გარე პერიმეტრებს თერმული ნისლით ამუშავებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 55 ერთეული სპეცტექნიკა. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 3300 ჰა ტერიტორიაა დამუშავებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თოთხმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები გაეცნენ.

ამ ეტაპზე, როცა აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობისკენ ინაცვლებს, სააგენტოს მიერ გატარებული ინტენსიური ღონისძიებების პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რაც საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიაზე მექანიკური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ