გაძლიერებული უსაფრთხოება, განახლებული დიზაინი და დაცული საერთაშორისო სტანდარტები – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის დოკუმენტებს გასცემს. დოკუმენტების ბეჭდვის პროცესში დაინერგა თანამედროვე დამცავი ნიშნების გამოყენება, რაც ბიომეტრიული პასპორტების უსაფრთხოებას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ დროისთვის უკვე 38 000-ზე მეტი ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტი გაიცა.
სიახლის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო პირადობის ელექტრონულ მოწმობებს. ახალ აიდი ბარათებზე ქიუარ კოდია დატანილი. ის დოკუმენტის ნომრის, რეგისტრაციის მისამართის, სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გადასამოწმებლად მარტივ ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს. მოქმედი დოკუმენტების ახლით ჩანაცვლება სავალდებულო არ არის.




