— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან – მგზავრებს საშუალება ექნებათ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში პირდაპირი რეისით იმგზავრონ

ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან – მგზავრებს საშუალება ექნებათ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში…

2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება ემატება. მგზავრებს საშუალება ექნებათ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში პირდაპირი რეისით იმგზავრონ. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ახალი მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. ამის გამო ახალმა მიმართულებამ ქართველი მოგზაურებისთვის შეიძლება დამატებითი კულტურული და ტურისტული შესაძლებლობები შექმნას — როგორც დასვენებისთვის, ისე მრავალმხრივი ევროპული აღმოჩენებისთვის.

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით. ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს. 2012 წელს, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ