თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ალექსანდრ ვუჩიჩი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი სერბეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე

ალექსანდრ ვუჩიჩი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი სერბეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი სერბეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე, – ამის შესახებ სერბეთის პეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მედიაკონცერნ „ალექს სპრიმგერის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, მათიას დიოფნერთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ სერბეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე არ ვარ აქ, რომ ვასიამოვნო რუსები ან უკრაინელები, ან ვინმე სხვა, სერბების გარდა. ვხედავ, რომ ახლა სერბეთში დიდი გაუგებრობაა. ახლა მიმიჩნევენ ყველაზე დიდ მოღალატედ, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის გამო. თითქოსდა ეს ჩემი სამუშაო არ იყოს. რადგანაც თუ არ ხარ რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ მასთან შეხვედრის უფლება არ გაქვს. მე შემიძლია, გითხრათ, რომ რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, არ იყო ცუდი სერბეთისთვის ან უკრაინისთვის”, – განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც სერბეთი მისდევს, არავისთვისაა მისაღები.

„ყველა ამბობდა, რომ თქვენ ერთდროულად სხვადასხვა სკამზე სხედხართ და უნდა აირჩიოთ ერთი სკამი. ჩვენ ავირჩიეთ ეს სკამი და ეს არის სერბული სკამი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიზანი. ესაა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა. მეორე – ჩვენ გვსურს ტრადიციული კავშირების შენარჩუნება არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩინეთთან, ინდოეთთან და ყველა სხვა ქვეყნებთან. ასევე აფრიკულ ქვეყნებთან, რომლებთან ერთადაც ვიყავით „მიუმხრობლობის მოძრაობის“ წევრები. ჩვენი აზრით, ეს საუკეთესოდ მოემსახურა სერბეთის ინტერესებს”, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ვუჩიჩმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ევროპული ქვეყნების ლიდერების ადგილზე, ის არ დაიწყებდა ლოდინს თუ როდის დასუსტდება რუსეთი და ახლავე არ დაიშურებდა ძალისხმევას, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიეყვანა.

„არავის უნდა მშვიდობა. ყველას უნდა მეორე მხარის დამარცხების ხილვა. მაგრამ მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებსაც რეალური მშვიდობა სურთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, როგორიც არ უნდა იყოს ის. მშვიდობა მაინც უკეთესია, ვიდრე ომი“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

9 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

9 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

10 სთ წინ2 წთ