თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე მეუფე ზენონის განცხადებაზე: მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ ატეხეთ ხმაური და წინ არ აღუდექით იგივენაირად, როგორც ახლა?

ამირან სალუქვაძე მეუფე ზენონის განცხადებაზე: მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ…
x

“ვცდილობ არ შევეხო ამ თემას, რადგან არაა ჩემი გადასაწყვეტი ვინ იქნება პატრიარქი. ვისაც სინოდი აირჩევს, იმ გადაწყვეტილებას ვცემ პატივს. მაგრამ…

რადგანაც ნაცების ყვითელი მედია არ წყვეტს პროცესზე ზეწოლას და ვისმენ/ვკითხულობ მსგავს მავნებლობებს, რამდენიმე აქცენტს/კითხვას დავსვამ:

  1. მეუფე შიო პატრიარქად თუ საშიშია, მოსაყდრედ არ იყო საშიში? რატომ მაშინვე არ ატეხეთ ხმაური და წინ არ აღუდექით იგივენაირად, როგორც ახლა აქტიურობთ ყველა, ვისაც სხვა გსურთ პატრიარქად?
  2. მეუფე ზენონი ამბობს: “მოსაყდრეობა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის მახინჯი ფორმა”. ახლა გაიგეთ? პატრიარქის სიცოცხლეში რატომ არ ხმაურობდით იგივე დოზით? ხომ იცოდით რა მიზნით დანიშნა მან თანამოსაყდრე და რომ ოდესმე ეს საკითხი დადგებოდა?
  3. მეუფე ზენონი ამბობს, რომ მეუფე შიოს 20 ხმა ესაა პატრიარქის ავტორიტეტი. შემდეგ აზუსტებს, რომ ოცივე არა, მაგრამ არ აზუსტებს რამდენი. სხვა ორი კანდიდატიდან რომელიმე რომ დაენიშნა პატრიარქს, ხომ იგივე სურათს მივიღებდით, ანუ 7-7 ხმას კი არა, ხომ უფრო მეტს მიიღებდნენ?
  4. მეუფე შიომ მოსაყდრეობამდე რაღაც გზა ხომ გაიარა? ცარიელ ადგილას ხომ არ დაუნიშნავს თანამოსაყდრედ? დანარჩენი კანდიდატებიც, ისევე როგორც მეუფე შიოც, პატრიარქის თვალწინ და მის ხელში ხომ გაიზარდეთ?
  5. პატრიარქის წერილი ან თანამოსაყდრის დანიშვნა ანდერძი რომ არაა და ვერც პატრიარქად დანიშნავდა, ყველამ გავიგეთ. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: უწმინდესის ავტორიტეტიდან გამომდინარე, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, მის მიერ მეუფე შიოს გამორჩევა სხვა დანარჩენისგან კომპრომატია თუ დადებითი მოვლენა? თუ კომპრომატად თვლით, ამით ილია მეორეს აყენებთ შეურაცხყოფას, ხოლო თუ დადებით ფაქტად თვლით, მაშინ რატომ ებრძვით? ჩაატარეთ არჩევნები ბრძოლის გარეშე.
  6. მეუფე შიოს ან მის მომხრეებს ხედავთ არანაცურ არხებზე და იქედან ებრძვიან კონკურენტებს? არა.მაშ პირიქით რატომ ხდება?
  7. ცდილობ ეკლესია დაიცვა გარედან ათასი მანქურთისგან, რადგან ეს ქვეყნის სიმტკიცეს ემსახურება, თორემ ყველა ვხედავთ დადებითსაც და უარყოფით მხარეებსაც. თქვენი დაცვისას, დროის ხარჯვის გარდა, უამრავ უსიამოვნებას ვიღებთ. თქვენც დაგვეხმარეთ ეკლესიის დაცვაში. თქვენი პრობლემები ეკლესიის შიგნით მოაგვარეთ.
  8. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პირადად სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მედია გარჩევებს 24/7-ზე რეჟიმში არ მივესალმები. მეტიც, მიუღებლად და ეკლესიისთვის საზიანოდ მივიჩნევ. გავა წლები და ყველა ეს განცხადება ისტორიას დარჩება. ამაზეც იფიქრეთ.

უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს! გიორგობის ძალა და მადლი შეგვეწიოს” – წერს ამირან სალუქვაძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ