— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

🔹გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით.

🔹ჩარიცხვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღებული შედეგებისა და თითოეულ პროგრამაზე მიმდინარე კონკურსის გათვალისწინებით, აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება პროგრამათა რეიტინგულ სიაში. სწორედ ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში. კერძოდ, შეცვალოს პრიორიტეტები, დაამატოს სრულიად ახალი საბაკალავრო თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რითაც იზრდება ჩარიცხვის შანსი.

🔹აღნიშნული მიდგომა არახალია და წლებია ამ პრინციპით ხდება აბიტურიენტთა ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

🔹აქვე შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს აქვს საშუალება, თავის პირად გვერდზე, რეიტინგულ სიაში შეუზღუდავად შეიტანოს საგანმანათლებლო პროგრამები, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი მხოლოდ ერთს, ან რამდენიმე პროგრამას ირჩევს, რაც ავტომატურად ამცირებს ჩარიცხვის შანსებს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ დროს, იმისდა მიუხედავად, რომ აბიტურიენტს თითოეული საგნისათვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახული აქვს, ის ვერ ირიცხება ვერცერთ პროგრამაზე.

🔹გაცნობებთ, რომ 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი. აქედან:
•⁠ ⁠34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
•⁠ ⁠1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო;
•⁠ ⁠3 744 აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

🔹NAEC-ის რეკომენდაციაა, რომ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება – როდესაც მათი შედეგები, კონკრეტულ პროგრამაზე არსებული კონკურსის გამო, არასაკმარისია ჩარიცხვისთვის, მათ უნდა მიუთითონ ცნობარის ჩამონათვალში არსებული სხვა პროგრამები, რაც ზრდის ჩარიცხვის შანსებს.

🔹რაც შეეხება უნივერსიტეტებში სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლას, გაცნობებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმამდე არსებული მოდელი ყოველთვის უკავშირდებოდა აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ საუკეთესო შედეგებს. სწორედ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების საფუძველზე და მათ პროპორციულად მოიპოვებდა სტუდენტი სახელმწიფოსგან გრანტს – 50%, 70% და 100%-ის ოდენობით. 2013-2025 წლებში აბიტურიენტთა რაოდენობა, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი 100%-ის ოდენობით ჩარიცხულ აბიტურიენტთა 2.90%-დან 3.84%-მდე მერყეობდა.

🔹მიმდინარე რეფორმის შედეგად 34 150 აბიტურიენტიდან სწავლას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით განაგრძობს 20 679 (60.55 %) აბიტურიენტი, მათგან:
•⁠ ⁠საბაკალავრო პროგრამები/სახელმწიფო – 17862 (52.30%)
•⁠ ⁠პროფესიული პროგრამები/სახელმწიფო – 1322 (3.87%)
•⁠ ⁠ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო – 1495 (4.38%)

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტრადიციულად უზრუნველყო ქვეყნის მასშტაბით ერთიანი, ობიექტური და გამჭვირვალე საგამოცდო პროცესის ორგანიზება და მოქმედი წესებისა და წინასწარ განსაზღვრული პრინციპების სრული დაცვით აბიტურიენტთა ჩარიცხვა.

🔹ცენტრი მოუწოდებს კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ბრალდებებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ