— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება…

რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.

ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში, წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი და სტუმარი, „ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი გიგა ჯოხაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია თავდასხმის, დაცინვის და კრიტიკის ობიექტად აქცევენ.

მათ პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ტრამპის დაპირება თითოეული ამერიკელისთვის 5 000 დოლარის გადაცემის შესახებ, მათ ახსენებთ – „1 მილიონი ყველა სოფელს”. ასევე მას ადანაშაულებენ საარჩევნო საზღვრების იმდაგვარად შეცვლაში, რომ არასამართლიანი უპირატესობა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ მოიპოვოს.

გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ნაბიჯები სასაცილოა და მას საზოგადოება სერიოზულად ვერ აღიქვამს.

აღნიშნული განცხადებები კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ ეწევა ოპოზიციური მედია ამერიკის შეერთებული შტატების და მისი ინსტიტუტების დისკრედიტაციას.