თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე: ბარამიძის განცხადება არის წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა

აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე: ბარამიძის განცხადება არის წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის…

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, – წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ბადრი მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.

ის იხსენებს, რომ ბარამიძე ჯერ კომკავშირს, შემდეგ ეროვნულ მოძრაობას მიეკედლა და 1992 წელს დეპუტატიც გახდა. მანჯავიძის ინფორმაციით, ბარამიძემ, პოლიციის აკადემიია დიპლომიც ისე აიღო, რომ ლექციებზე არ გამოჩენილა.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მანჯავიძე ამას “დანაშაულებრივ ტყუილს” უწოდებს.

“გია ბარამიძეს ვიცნობ 1984 წლიდან, ამ წელს ჩავაბარეთ “გეპეიში” სხვადასხვა ფაკულტეტებზე. 1985-ში ზაფხულში მთელი 2 თვე ინსტიტუტის კომკავშირიდან ერთად გავემგზავრეთ მოსკოვში “ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე”. 90-იანების გარიჟრაჟზე ამხანაგმა გიამ წვერი მოუშვა და ე.წ. ეროვნულ ფლანგს მიეტმასნა, მშვენიერი კარიერა გაიკეთა და 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პარლამენტის წევრი გახდა. ომის დროს ტელეოპერატორების თანხლებით სოხუმში ჩადიოდა როგორც დეპუტატი და კარიერისთვის ვეტერანის სტატუსი მოიპოვა. მეც ომის მონაწილე ვარ, აფხაზეთში მიხდებოდა პერიოდულად ჩასვლა შსს-დან სამსახურებრივი მივლინებით. 1994 წელს ჩავირიცხე პოლიციის აკადემიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1998 წელს. ბოლო კურსზე აღმოვაჩინე, რომ აკადემიაში ჩემი ჯგუფის სიაში გაჩნდა ვინმე გიორგი ბარამიძე. კურსის უფროსს ვკითხე და მან დამიდასტურა, რომ ეს იყო დეპუტატი გია ბარამიძე. ლექციებზე, რა თქმა უნდა, არ გამოჩენილა, მოვიდა მხოლოდ “სახელმწიფო” დამამთავრებელ გამოცდებზე და აიღო აკადემიის დიპლომი. ამ სადიპლომო გამოცდებზე, ბუნებრივია, რამდენჯერმე შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი და სიცილით ვკითხე, ლექციებზე რატომ არ დადიოდი-მეთქი. პარლამენტში იმდენი საქმეა, აქ სასიარულოდ სად მეცალა, აკადემიის დიპლომი აშშ-ს აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად მჭირდებაო.
ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა.
ამ ყველაფრიდან მოკლე რეზიუმე :
კომკავშირი -კარიერისთვის;
ეროვნული მოძრაობა -კარიერისთვის;
აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი – კარიერისთვის;
პოლიციის აკადემიის დიპლომი -კარიერისთვის;
ეს დანაშაულებრივი ტყუილი, ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, დავიჯერო ესეც კარიერისთვის?” – წერს ბადრი მანჯავიძე.

https://www.facebook.com/100002170144963/posts/27778688415120124/?mibextid=wwXIfr&rdid=OFFqRD8nOLEuDqfQ#

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

17 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

17 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

18 სთ წინ2 წთ