თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი, რეგიონული ეკონომიკური ზრდის ცენტრი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მიმღები ქვეყანა

არჩილ ბერიძე: ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს ევროპისა…

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გულწრფელად და მკაფიოდ ავუხსნათ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები — რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რატომ არის ეს პერიოდი ასეთი დაძაბული და რა არის არსებული თუ განვლილი პოლიტიკური ტურბულენტობის გამომწვევი რეალური მიზეზები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ზრდის ფონზე „აბრეშუმის გზა“ ხდება კვლავ განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

„ასევე მნიშვნელოვანია ვუთხრათ სიმართლე იმ გამუდმებული, უსაფუძვლო თავდასხმების შესახებ, რომლებიც ევრობიუროკრატებისა და სხვადასხვა გარე ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. მსოფლიო დღეს დგას ახალი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირების ზღვარზე.
ენერგეტიკული უსაფრთხოება, ლოჯისტიკური დივერსიფიკაცია, სავაჭრო ჯაჭვების სტაბილურობა — ეს ყველაფერი უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ჩვენი მომავლის საკითხი.
ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობა და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ქართველი ერისთვის ისტორიულად ნაცნობი „აბრეშუმის გზა“ კვლავ ხდება განსაკუთრებული ინტერესის საგანი.
და სწორედ ამიტომ იზრდება ინტერესიც საქართველოს მიმართ — როგორც ამ გზის განუყოფელი ნაწილის მიმართ“,- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ბერიძის განცხადებით, ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი.

„ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი, რეგიონული ეკონომიკური ზრდის ცენტრი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მიმღები ქვეყანა. შუა კორიდორის გაძლიერება ნიშნავს პორტების განვითარებას, რკინიგზის მოდერნიზაციას, დასაქმების ზრდას და რეგიონული პოლიტიკური წონის გაზრდას. ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს. მაგრამ ჩვენი რეგიონის და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად, იზრდება გარე ძალების ინტერესიც — საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული, სრულად დაქვემდებარებული ხელისუფლება, რომელიც არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარე დავალებებით იმოქმედებს. ზუსტად ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

8 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

8 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

10 სთ წინ2 წთ