— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მამუკა ხაზარაძე სახალხო დაუმორჩილებლობას აცხადებდა

არჩილ გორდულაძე: 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მამუკა ხაზარაძე სახალხო დაუმორჩილებლობას…

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების შესახებ პარტიების „ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრების განცხადებები შეახსენა. კერძოდ ახსენა მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელიც სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებდა.  

„2024 წლის 15 ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „უფლებას როცა გართმევენ და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება -სახალხო დაუმორჩილებლობა“. 4 დეკემბერს ხაზარაძემ განაცხადა: გეგმა ერთია – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს!“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ. ეს ახალგაზრდები პოლიტპატიმრები არიან“!  2024 წლის 2 დეკემბერს ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: „ვისაც არ მოგწონთ, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, შეგახსენებთ, რომ სანამ ხალხი აჯანყდებოდა, ის იყო მშვიდად და ითმენდა, ბევრი წელი, მაგრამ ხელისუფლებამ მას ყველა გზა წაართვა, რომ თავისი ხმა მიეწვდინა და თავისი უფლება და ინტერესი დაეცვა. 2024 წლის 11 დეკემბერს ანა დოლიძემ განაცხადა: – „საქართველოს ჰყავს 300 პოლიტპატიმარი, მათ შორის ჩვენი კოალიციის წევრი, ალეკო ელისაშვილი“.

2024 წლის 4 დეკემბერს გიგა ბოკერიამ განაცხადა: – „რეჟიმი მიმდინარე პროტესტში სერიოზულ საფრთხეს ხედავს“. „დღეს რეჟიმი რეპრესიების შემდგომ ეტაპზე გადავიდა – პარტიების ოფისების და აქტივისტების სახლების მასობრივი ჩხრეკა და დაკავებები ამაზრზენი ძალადობის თანხლებით. ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის მიერ საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად შერჩეული პირები უნდა დაინიშნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსის,  და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლების პოზიციებზე.2024 წლის 30 ნოემბერს გიორგი გახარიამ განაცხადა: – ყველა ადამიანი, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარეს და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.