— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ…

არ შემიძლია არ გამოვიყენო ეთერი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე იობს, რომელმაც ბევრ საკითხზე ისაუბრა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მან მეუფე იობს მოუწოდა, “უფრო პრინციპულად და ბოლომდე დაუპირისპირდეს კაციჭამიების და ძაღლიჭამიების რეჟიმს”.

“სხვათა შორის, ამ მშენებლობებზეც ძალიან სწორად იკითხა ის, რასაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით – ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი? გამოქვეყნდა სტატისტიკა გუშინწინ, საქართველოს მოსახლეობის 5%-ს აქვს საშუალება, რომ იყიდოს ბინა იპოთეკითაც კი თბილისშიო. ესე იგი, უცხოელებისთვის აშენებენ – არაბი იქნება, რუსი იქნება – სულ ერთია და ამის გამო, ჩვენ ჩვენს ქალაქში არ უნდა დავახრჩობინოთ თავი. ერთს ვთხოვ მეუფე იობს, ცხოველების წამება რომ არ შეიძლება ქრისტიანულად, ჩემზე კარგად გეცოდინებათ. თქვენ და სხვა მღვდლებსაც გთხოვთ, ამაზე ილაპარაკოთ და უფრო პრინციპულად და ბოლომდე დაუპირისპირდეთ ამ კაციჭამიების და ძაღლიჭამიების რეჟიმს,” – განაცხადა ჩხარტიშვილმა.