— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას – უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი? უნდა დაკანონდეს თუ არა სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევა?

არჩილ გორდულაძე: ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას – უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ…

ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, – წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, “უსამშობლო აგენტებმა”, მკაფიო პასუხი უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული “ფარას”, გამჭვირვალობის და არასრულწლოვანთა დაცვისა და ოჯახური ღირებულებების კანონები, რაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმით არის მოთხოვნილი.

“ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს. ამიტომ მარტივ ტესტს გთავაზობთ – კოლექტიურმა ლომჯარიებმა, ბურჯანაძეებმა, გვარამიებმა და სხვა უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს:
უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა?
უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი?
უნდა გაუქმდეს თუ არა ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი?
უნდა დაკანონდეს თუ არა ქვეყანაში სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევა?
თავად უნდა აირჩიოს ადამიანმა სქესი, თუ ქალი ქალია და კაცი კაცია?
უმარტივესი კითხვებია. საზოგადოებას პასუხი გაეცით – კი ან არა! ჯერ ამ თემებზე ჩამოვყალიბდეთ და შემდეგ ვისაუბროთ ბუმბულგაცვენილი თუთიყუშის სამედიცინო ჩვენებაზე, – წერს გორდულაძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

6 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

9 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 სთ წინ2 წთ