— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს

არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი…

თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების შესახებ საუბრისას გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ამ კვირის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიები იმას კი არ ამტკიცებდნენ თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდნენ.  ამით მათ ფაქტობრივად აღიარეს სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურეს, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. ამით მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ისინი არაკონსტიტუციურნი არიან. ასევე, თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას. თავადვე დაადასტურეს, რომ ყველა პარტიას დასაბუთებულად ვედავებით „ყველაფრის დარღვევას“ – ეს მათივე სიტყვებია“,-აღნიშნა გორდულაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია და მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათი სარჩელიც, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები.

„ჩვენი გუნდის პოზიცია არის მკაფიო: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სარჩელი. ჩვენ თანმიმდევრულად დავიცავთ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგსა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებას – თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.