— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე : დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისთვის ადამიანის უფლებებს არავითარი ღირებულება არ აქვს

არჩილ გორდულაძე : დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისთვის ადამიანის…

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, „სასამართლოს სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ 2012 წლამდე ნაცრეჟიმის მიერ სისტემური წამების, დატერორების, ძალადობისა და რეკეტის მსხვერპლთა ჩვენებებს კომიკური უწოდა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია“.

“დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისთვის ადამიანის უფლებებს არავითარი ღირებულება არ აქვს. რაც, მათ შორის, დადასტურდა იმით, რომ სასამართლოში მიმდინარე საჯარო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაკითხულ იმ პირთა ჩვენებებს, რომლებიც 2012 წლამდე ნაც. რეჟიმის მიერ სისტემური და სისტემატური წამების, დატერორების, ძალადობისა და რეკეტის მსხვერპლნი იყვნენ, კომიკური უწოდა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.