— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და…

ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შესახებ.

გორდულაძე მოუწოდებს, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას.

„ევროკავშირი შექმნილია რამდენიმე პრინციპზე და ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ზუსტადაც კანონის უზენაესობაა. მეორე მხრივ, სხვა ქვეყნის პატივისცემა და სუვერენიტეტის არჩევა. ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც არახალია. სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. ელჩს არაერთხელ უცდია მართლმსაჯულებაზე ზეწოლა განეხორციელებინა მათ შორის, ბათუმშიც, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას პირდაპირ ესწრებოდნენ სხდომებს, თან თარჯიმნის გარეშე, რა თქმა უნდა, არც არაფერს იგებდნენ, ეს იყო მცდელობა, რომ როგორმე მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ახლა, პრესსპიკერის განცხადება ზუსტად იგივეა, ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ყველაზე უარესი- ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპის კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიხედონ თავიანთ საქმეს, თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერი, კრისტიან ვიგანდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს“. მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ პროცესი შეშფოთებას იწვევს.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე

10 სთ წინ3 წთ
გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების… პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო

10 სთ წინ4 წთ
არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

11 სთ წინ2 წთ