— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის…

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაცია სერიოზულად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

მისი შეფასებით, ბრალდებულის ქმედებებმა შეაფერხა აზერბაიჯანთან დელიმიტაცია-დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის, თუმცა დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დადგეს. იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება გამოავლენს იმ ფარულ ძალებსა და უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის უკან იდგნენ.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატის — კერძოდ კი, საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული 2026 წლის თებერვლიდან მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ „გარეჯი გაყიდა“.
დამდგარი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და, ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც.
ფაქტია, სერიოზულად დაზიანდა აზერბაიჯანთან მიმდინარე დელიმიტაცია/დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და შეფერხდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა ამ მიმართულებით.
ეს მძიმე შედეგი მაფიქრებინებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე.
რა თქმა უნდა, არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და საბოლოო სიტყვა სასამართლოსა და კანონს ეკუთვნის, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, ამის დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და იყოს მკაცრი მაგალითი ყველასთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო უწყებები კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უტყუარად გამოვლინდნენ ის ფარული ძალები და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომენტი ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ზურგსუკან იდგნენ.
ეს სამართლებრივი პროცესი უნდა გახდეს მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფთა და უცხოური გავლენის აგენტებისთვის.
ყველამ უნდა გაითავისოს — საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად დგანან კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე და არავის მიეცემა უფლება, პირადი თუ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ დააზიანონ ქვეყნის სტრატეგიული პოზიციები!
ქართული სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ყოველი ქმედება ჩაჯდება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების… პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო

9 სთ წინ4 წთ
არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

9 სთ წინ2 წთ
ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან

12 სთ წინ2 წთ