— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში. მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები იყოს გამოძიებული

არჩილ გორდულაძე: გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში. მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარტიას „საქართველოსთვის“ იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. როგორც გახარიას პარტიის წევრმა, გიგა ფარულავამ აღნიშნა, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.

არჩილ გორდულაძემ მათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა და აღნიშნა, რომ გახარიას გუნდის წევრების მხრიდან პროტესტის უფლებებზე საუბარი ცინიზმია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს სწორედ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტების ფაქტებზე დაავალა ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

ამასთან, მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ამავდროულად, სტრასბურგის სტანდარტებთან და ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, იგი აპროტესტებს სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

“არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები, 19-20 ივნისს, გამოძიებულ იქნეს. გამოძიებამ ასეულობით პროცედურული მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოავლინა, რომ გიორგი გახარია არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეში, ახლა კი ის გაქცეულია საქართველოდან და გაურბის მართლმსაჯულებას. შესაბამისად, მისი პარტიის არცერთ წევრს არავითარი მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ სიტყვა შეკრება და მანიფესტაცია ახსენოს.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილებები და სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ჩასწორებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ამავდროულად სტრასბურგის სტანდარტებთან და ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, იგი აპროტესტებს რეალურად სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეუძლიათ, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ სტრასბურგში,” – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.