კარგია, რომ უცხოელ პატრონებზე მონად მიყიდულ დავით უსუფაშვილს სწორედ ამგვარი პოზიცია აქვს, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს.
ქართველიშვილის თქმით, გაყიდული კაცის პოზიციიდან, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უსუფაშვილის აზრი გასაგებია. მისივე შეფასებით, სამარცხვინო და ამაზრზენია, რომ დავით უსუფაშვილი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და თავისი უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს.
“„გროსმეისტერობის ამბიცია ჰქონდა, მაგრამ დღეს სპორტის ოსტატობის კანდიდატობის რანგსაც ვერ აკმაყოფილებს პოლიტიკაში. ძალაუფლების პყრობა და სამართალდამცავი სისტემის მეშვეობით მისი შენარჩუნება არ არის პოლიტიკა, პოლიტიკა იყო ის, რა დაპირებაც იყო თავიდან – მსოფლიოს გაოცება დემოკრატიული რეფორმებით, ქართული საზოგადოების გამთლიანება, ერთ ერობის განცდის ჩამოყალიბება, პოლიტიკური პლურალიზმი, დამოუკიდებელი სასამართლო, მედია, ბიზნესი, ხელისუფლების კარი უნდა დაივიწყონ მათო. პრობლემა იმაშია, რომ ამ ამბიციას მისი უნარები და შესაძლებლობები ვერ შესწვდა“.
დავით უსუფაშვილმა ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის შესახებ გააკეთა, იმ დავით უსუფაშვილმა, რომლის მორალური, თუ პოლიტიკური პრინციპების შესახებ ყველამ კარგად ვიცით, ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ახსოვს. როგორც ჩანს, საკუთარ უპრინციპობასა და ამორალურობაში უფრო შორსაც მოუხერხებია წასვლა, ყოველ შემთხვევაში, „ტვ პირველის“ ეთერში გაჟღერებული მისი სამარცხვინო განცხადება სწორედ ამაზე მეტყველებს.
მსოფლიო რომ მართლაც გაოცებულია საქართველოში არსებული დემოკრატიით და განხორციელებული რეფორმებით, სასამართლო, მედია, ბიზნესი რომ თავისუფალია, პოლიტიკურ პლურალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ, ამაში ყველა მარტივად დარწმუნდება, თუკი საერთაშორისო ავტორიტეტულ კვლევებს და 2012 წლიდან მოყოლებული, არჩევნების შედეგებს გადაავლებს თვალს.
ქართული საზოგადოების გამთლიანების საკითხს ახსენებს ბატონი დავითი, რომელსაც აშკარად არ უნდა იმის დანახვა, რომ დიახ, დღეს ქართული საზოგადოება ერთიანია ისე, როგორც არასდროს, გაერთიანებულია მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ფასეულობების გარშემო.
რადგან საქართველო და ქართველობა ვახსენეთ, ვთქვათ ისიც, რომ ამ ერთობასთან დავით უსუფაშვილს არაფერი აკავშირებს, არც სისხლით, არც მენტალობით და არც სამშობლოს აღქმით.
როგორც ცნობილია, ახლო წრეში ბატონი დავითი არ მალავს, რომ ეთნიკურად სომეხია. რა თქმა უნდა, ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ბატონი დავითი რომ საქმით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და თავისი უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, ეს კი ნამდვილად სამარცხვინო და ამაზრზენია.
ამ გადმოსახედიდან, გაყიდული კაცის პოზიციიდან, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მისი აზრი აბსოლუტურად გასაგებია, ისევე, როგორც ის, რომ თუკი დავით უსუფაშვილი ვინმეს შეაქებს, ის ადამიანი, უსუფაშვილის მსგავსად, მხოლოდ და მხოლოდ აგენტი შეიძლება იყოს.
ასე, რომ უსუფაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა გასაგებია და გასაგებია ისიც, რომ მისი მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შექება ამ უკანასკნელისთვის სირცხვილის ტოლფასი იქნებოდა.
ამიტომაც, კარგია, რომ უცხოელ პატრონებზე მონად მიყიდულ დავით უსუფაშვილს სწორედ ამგვარი პოზიცია აქვს, ” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.