თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „კამიტის საქმეზე“: როდესაც ერთი თვის განმავლობაში ვერანაირი მუხტი ვერ აიწია, ახლა ცდილობს ადგილობრივი აგენტურა, რომ როგორმე უცხოელები შემოიყვანონ საქართველოში – ხავსს ეძებენ უცხოელებში

არჩილ გორდულაძე „კამიტის საქმეზე“: როდესაც ერთი თვის განმავლობაში ვერანაირი მუხტი ვერ აიწია, ახლა ცდილობს ადგილობრივი…

„ BBC არღვევს საკუთარი თავის მიმართ დაწესებულ სტანდარტებსაც, რომ არაფერი ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან, ზოგადად მედიის საქმიანობასთან და ინფორმაციის გაშუქებასთან დაკავშირებით. როდესაც ჩავარდა BBC-ის ფილმი და შედეგი ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად 3-4 დღეში სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიება დიდი წერტილი დაუსვა საქართველოზე დაწყებულ შეტევას, რომელიც დაიყო BBC-იმ, რომელსაც აყვნენ არ არჩეული ბიუროკრატები ევროპარლამენტიდან და სხვადასხვა თანამდებობის პირები ევროპული ქვეყნებიდან, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადმოვიდა ადგილობრივ აგენტურასთან და როდესაც ერთი თვის განმავლობაში ვერანაირი მუხტი ვერ აიწია, ახლა ცდილობენ, რომ იგივენაირად როგორმე უცხოელები შემოიყვანონ საქართველოში, ზუსტად ეს არის უსამშობლოთა გაერთიანების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ ისინი საქართველოს არ სცემენ პატივს, შესაბამისად არ აქვთ ნდობას სტრუქტურების მიმართ და შესაბამისი პატივიც არ არის მათ მიერ გამოხატული. მხოლოდ და მხოლოდ დახმარებას და ხავსს ეძებენ უცხოელებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც გაცხადებული აქვს არაერთხელ, რომ დიდი წერტილია გამოძიების მიერ დასმული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უცხოელს თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი აქვს, შეუძლია მობრძანდეს კითხვები დასვას და ყველა კითხავს გაეცემა პასუხი, მათ შორის წვდომაც ექნებათ შესაბამის მასალებთან დაკავშირებით.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მთავარი შემოქმედი ნიკა გვარამიაა, რომელიც ე.წ გებელსისეული მეთოდით ცილობს საზოგადოებაც ზემოქმედებას.

„ყველაზე საინტერესო ის არის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი წარმოებულია. ეს არის ნიკა გვარამია, პატიმრობაში მყოფი პირი, რომელიც გამოიყენეს ამ კამპანიის დასაორგანიზებელად და ნიკა გვარამიას ნათქვამიც გვახსოვს, რომ „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს, მთავარი არის აღქმები და აღქმების შესაქმნელად აბსოლუტური ტყუილი უნდა იქნას გამოყენებული ათასჯერ, რომ შემდეგ ეს სიმართლედ იქცეს“. ზუსტად ასე იქცეოდნენ 1930-იან და 1920-იან წლებში ფაშისტური ქვეყნები, გებელსისეული ხელწერა. ჯერ უნდა შეიქმნას ერთი ე.წ წყარო, რომელსაც შედეგ უკვე მოიხმობენ უცხოელები ქართველებს, ქართველები უცხოელებს, რომელთა უკანაც ერთი და იგივე ძალები დგანან, რომელთა მიზანიც ისევ და ისევ საქართველოზე თავდასხმაა.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ