— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი…

ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას, – წერს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძის “პოლიტიკურ პატიმრად” მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული იმ ფონზე, რომ ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული. მახაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამგვარი მოთხოვნების არსებობა მართლაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ძალადობას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს.

“ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული. მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს მათ მიერ დანაშაულის ჩადენა და ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას.
დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა,” – წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

1 წთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

1 სთ წინ5 წთ
გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს… პოლიტიკა

გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები

1 სთ წინ4 წთ