თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?! იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში 45 პირი თავისუფალია, 72 კი პატიმრობაში რჩება
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ხორგუანს: გასაგებია, რომ არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, პოპულიზმით ხართ დაკავებულები და შოუ უნდა დადგათ, მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ და არც მომავალში გამოგივათ, ამის გარანტორები ჩვენ ვართ, ჩვენი მილიონნახევარზე მეტი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ხორგუანს: გასაგებია, რომ არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, პოპულიზმით ხართ დაკავებულები და შოუ უნდა…

უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს. მესმის, რომ სანერვიულოდ გაქვთ საქმე თქვენც და თქვენს ბელადსაც. როგორ არ შეიძლება, ადამიანმა ინერვიულოს, როდესაც თავის ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრს დაუკარგავს, გასაგებია ისიც, რომ თქვენც არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, გასაგებია, რომ მხოლოდ პოპულიზმით ხართ დაკავებულები, გასაგებია, რომ განსაკუთრებული ემოციურობით აქ შოუ უნდა დადგათ და შემდეგ შეეცადოთ, რომ რაიმე ქულა დაიწეროთ – მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ, არც მომავალში გამოგივათ, იმიტომ, რომ ამის გარანტორები ჩვენ ვართ, მათ შორის, ჩვენი მილიონნახევარზე მეტი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოება, – განუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, “გახარია- საქართველოსთვის” წევრს, სოფიო ხორგუანს.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრები მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში არაკომპეტენტურობისა და არაკეთილსინდისიერების გამო. მისივე თქმით, პარლამენტში გახარიას პარტიის წევრების ყოფნა, მათი მხარდამჭერების შეურაცხყოფაა, რადგან ისინი ერთი წლის მანძილზე შატალოზე იმყოფებოდნენ.

“რაც შეეხება, რომ მიგითითებთ ხოლმე კონკრეტულ საკითხზე, ელემენტარულად, გეუბნებით, რომ წაიკითხეთ წინ რაც გიდევთ, ის წაიკითხეთ და საკითხი გაარკვიეთ რას ეხება – დამატებითი კითხვა რამდენიც გნებავთ, იმდენი დასვით, ეს თქვენი უფლებაა.
ბევრ უხერხულობაში ჩავარდნილხართ, მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში ისევ და ისევ, ერთი – რომ კომპეტენციის პრობლემაა, მეორე – არაკეთილსინდისიერების პრობლემაა და მესამე – გასაგებია, რომ არ გაქვთ ეს მხარდაჭერა და იცით, რომ ბოლოჯერ ხართ საქართველოს პარლამენტში და ყველანაირად ცდილობთ, რაიმე სათქმელი მაინც გქონდეთ და ტრიბუნა გამოიყენოთ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ, გახსოვდეთ, რომ ახლა აქ რომ ბრძანდებით, აქ ახლა ყოფნით, თქვენს მხარდამჭერებს შეურაცხყოფას აყენებთ, იმიტომ, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ, შტალოზე ბრძანდებოდით და ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ შატალოზე, თქვენ პარლამენტში ვერ მოხვდებოდით, იმიტომ, რომ მათი ადგილმონაცვლე ბრძანდებით,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ

8 სთ წინ1 წთ
ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის… პოლიტიკა

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობა დაკარგულები არიან?!

8 სთ წინ3 წთ
სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა პოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ ირანთან “გამარტივებული საბაჟო დერეფნის” შეთანხმება დაამტკიცა

9 სთ წინ2 წთ